სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 11 | 22-დან | ![]() |
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2017/2018
24/07/2017
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს
მიღებას 2017–2018 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
|
|
დაიწყო აპლიკაციების მიღება რეგიონალურ სამაგისტრო პროგრამაზე: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ (აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონი) 2017/2018
16/06/2017
პროგრამის აღწერა:
რეგიონალური სამაგისტრო პროგრამა: „ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია კავკასიის რეგიონში“ დაარსებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სამაგისტრო პროგრამების გლობალური კამპუსის ნაწილს. სამაგისტრო პროგრამის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა ვენეციის ევროპული შიდა–საუნივერსიტეტი ცენტრი, ასევე წამყვანი უნივერსიტეტები სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან. |
|
უილიამ სკოტ ჰენვუდის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია
12/05/2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი და ამერიკიმსცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ერთობლივად ორგანიზებულ საჯარო ლექციათა ცილკში მონაწილეობის მისაღებად. ლექციათა ციკლს გაუძღვება საქართველოს საპატიო ვიცე-კონსული, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და იურიდიული ფირმის „Hall Booth Smith” უფროსი პარტნიორი ბატონი უილიამ სკოტ ჰენვუდი.
საჯარო ლექციის თემაა: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია. |
|
ღია კარის დღეები!
21/04/2017
ღია კარის დღეები!
ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით (MA in European Studies) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის დღეებს 2017 წლის 27 და 28 აპრილს. ღია კარის დღეები გაიმართება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში (ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ-ის II კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406). დრო: 13:00 საათიდან 15:00 საათამდე. |
|
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება
24/03/2017
24 მარტს, 10:30 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის, საქართველოში იტალიის
საელჩოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით თსუ ევროპული
კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის და რომის ხელშეკრულების
ხელმოწერიდან 60 წლის საიუბილეო ღონისძიება "ევროკავშირი 60. ევროკავშირის
წარსული, აწმყო და მომავალი" გაიმართა.
|
|
ბატონი ქრისტიან დანიელსსონის საჯარო ლექცია თემაზე "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში"
31/01/2017
გიწვევთ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ
მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორის ბატონი ქრისტიან
დანიელსსონის საჯარო ლექციაზე. თემა: "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში".
|
|
საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში“
26/01/2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად. საჯარო ლექციის თემაა: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები: გამოწვევები და შესაძლებლობები თანამედროვე გლობალურ კონტექსტში“.
|
|
საჯარო ლექცია თემაზე: დღევანდელი რეალობა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთში
16/01/2017
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული
კვლევების ინსტიტუტი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო ლექციაში
მონაწილეობის მისაღებად. ლექციის თემა გახლავთ:
"დღევანდელი რეალობა: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასავლეთ ბალკანეთში".
|
|
![]() |
გვერდი | 11 | 22-დან | ![]() |