სიახლეების არქივი


გვერდი 12 22-დან
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივნის შეხვედრა სტუდენტებთან
19/12/2016
ხვალ სამშაბათს, 20 დეკემბერს, 19:00 საათზე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში (თსუ-ის II კორპუსი, IV სართული, ოთახი 406) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში შეხვდება სტუდენტებს, სადაც პრაქტიკულ ჭრილში განიხილავს საკითხებს ქვეყნის სავიზო პოლიტიკის, მიგრაციის მართვასთან დაკავშირებით, ასევე საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებსა და ისაუბრებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
05/10/2016
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2016/2017
23/06/2016
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  მიღებას 2016–2017 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით. 
 
საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა
01/06/2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებულ საჯარო ლექციაში მონაწილეობის მისაღებად. 

საჯარო ლექციას წაიკითხავს ევროკავშირის კრიზისის მენეჯმენტისა და დაგეგმარების სამმართველოს დირექტორი ბატონი გაბორ იკლოდი. ბატონ იკლოდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სახელმწიფო უსაფრთოხების მიმართულებით, ისე დიპლომატიური საქმიანობისა.
 
ღია კარის დღეები
27/04/2016

2016 წლის 11–12 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აწყობს ღია კარის დღეებს .

 
შეხვედრა ერასმუსის ფარგლებში ჩამოსულ სტუდენტებთან
07/03/2016
2016 წლის 27 თებერვალს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ერასმუსის ფარგლებში ჩამოსული სტუდენტების ახალ ჯგუფს უმასპინძლა. 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი აკადემიური განრიგის გაცნობის შემდეგ სტუდენტებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ინფრასტრუქტურა, რესურს-ცენტრი და ბიბლიოთეკა.
 
შეხვეედრა რეგიონული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ახალ ნაკადთან
07/03/2016
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა 
ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში რეგიონული სამაგისტრო პროგრამის 
სტუდენტების ახალ ნაკადს უმასპინძლა . 
ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალების გაცნობის შემდეგ დირექტორმა მათ მიულოცა  თბილისის 
სახელმწიფო უნივერსიტეტში სემესტრის ოფიციალურად დაწყება და წარმატებები უსურვა.

 
შეხვედრა ქ. თბილისის 44-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
25/02/2016
2016 წლის 16 თებერვალს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის პროფესორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქ. თბილისის 44-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, რა დროსაც მათთან ისაუბრეს ევრკავშირის კონცეფციასა და ევროკავშირის ინსტიტუტებზე. მოწაფეებს ასევე გააცნეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის როლი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.
 
გვერდი 12 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012