სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 15 | 23-დან | ![]() |
ვიზიტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში
25/06/2014
2014 წლის 17-21 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ტემპუსის პროექტის "ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლება და სწავლა ფარგლებში" იმყოფებოდა ბრიუსელში, ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში. |
|
ევროპისმცოდნეობის სადოქოტორო პროგამის პირველი მიღების დოქტორანტები
20/05/2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ულოცავს დოქტორანტებს „ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვას და უსურვებს მათ წარმატებულ სასწავლო პროცესს. თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტთა პირველი ნაკადის მიღების პროცესი დასრულებულია. საერთო ჯამში განაცხადი შემოიტანა 26–მა კანდიდატმა, საიდანაც გასაუბრებისთვის შეირჩა 19 კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი 12 ადგილზე იყო გამოცხადებული, წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხმა და თემების აქტუალობამ დაარწმუნა მიმღები კომისია ქვოტის 15–მდე გაზრდის შესახებ. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული 15 კანდიდატიდან 4 არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (ორი აზერბაიჯანიდან, ერთი უკრაინიდან და ერთი ესპანეთიდან). |
|
განცხადება ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის.
17/04/2014
|
|
შეხვედრა თელავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
03/04/2014
დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი შევხვდა იმ პოტენციურ დოქტორანტებს, ვისაც განაცხადი შემოაქვთ ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე თსუ-ში. |
|
ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა
01/04/2014
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე! ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას „ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში“. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. |
|
ტარტუს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთობლივი ტელეხიდი
13/03/2014
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი მაგისტრატურის
სტუდენტების საყურადღებოდ, დასწრება სავალდებულოა! კურსდამთავრებულებისთვის
რეკომენდირებული!
ტარტუს უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი გიწვევთ ტარტუს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთობლივ ტელეხიდში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიებას გაუძღვებიან ევროკავშირ–რუსეთისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ლენა სოლოგუბი (უკრაინა) და შოთა კაკაბაძე (საქართველო). |
|
სასიხარულო ინფორმაცია!!!
27/01/2014
ძვირფასო ევროპული კვლევების ინსტიტუტის პროფესორებო და სტუდენტებო,
მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. გაეროს გენერალურმა მდივნმა ადამიანის ვაჭრობის სხვერპლთა მიზნობრივი საბჭოს ხუთი წევრი დანიშნა, რომელთა შორის არის ჩვენი ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი და ევროდელეგაციის პროექტების მენეჯერი ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი. |
|
ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი თსუ–ში
20/12/2013
![]() |
|
![]() |
გვერდი | 15 | 23-დან | ![]() |