სიახლეების არქივი


გვერდი 16 22-დან
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი თსუ სტუდენტებს შეხვდება
04/12/2013
9 დეკემბერს, 13:00 საათზე  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება.



 
იწყება ევროპისმცოდნეობის ჟურნალისთვის სტატიების მიღება!
05/09/2013

იწყება ევროპისმცოდნეობის ჟურნალისთვის სტატიების მიღება!

 

ჟურნალი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და გამოიცემა წელიწადში ერთხელ.

 

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა
03/09/2013
2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალობის გამოცდა ჩატარდება შემდეგი ფორმატით:

ერთი თეორიული საკითხი, რომელიც ფასდება 100 ქულით. საკითხი უნდა იყოს გადმოცემული მაქსიმალურად ამომწურავად. თემის წერისას კანდიდატებს მოეთხოვებათ ევროკავშირის ისტორიის, მისი ძირითადი ინსტიტუტებისა და სამოქმედო პრინციპების გარშემო არსებული საკითხის ჯეროვანი ანალიზი.    
 
ცხადდება საბუთების მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე
03/09/2013
ევროკავშირის პროექტის „ევროპული კვლევების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2012–2013 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში ევროპულ უნივერიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
 
ღია კარის დღე
27/05/2013
ღია კარის დღე:  Masterʹs in European Studies/ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა

5 ივნისს, 17:00-18:00 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ  ღია კარის დღეზე 2013-2014 აკადემიური წლისთვის ინგლისურენოვანი ევროპისმცოდეობის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით.


ღია კარის დღე ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თსუ მე-2 კორპუსი, IV სართული, აუდიტორია 406, ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

 


 
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია
17/04/2013
1 მაისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ორდღიან ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ პრეზენტაცია შედგება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ  ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ  ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის განვითარების თეორიული და პრაქტიკული ასპექტებისადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოპი ჩატარდება, რომელშიც პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და თსუ–ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 2 მაისს დასრულდება.
 
ვაკანსია - საერთაშორისო ექსპერტი
12/01/2013
გაცნობებთ, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო "ევროპისმცოდნეობაში ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ" პროექტის იმპლემენტაცია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას სამ ექსპერტზე საერთაშორისო გამოცდილებით:

საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (ხანგრძლივი ვადით);
საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირის სამართალში (მოკლე ვადით);
საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (მოკლე ვადით);
 
Call for International Experts Extanded Deadline
11/01/2013
Within the framework of the project “Establishing an Interdisciplinary PhD Programme in European Studies at Tbilisi State University” (under External Actions of the EU – ENPI/2012/306-124), Institute for European Studies of Tbilisi State University is pleased to make the announcement for the following positions:

-   Long-Term Expert of Structured PhD Program with International experience;

-   Short-Term Expert of EU Law with International experience;

-   Short-Term Expert in Structured PhD Program with International experience.
 
გვერდი 16 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012