სიახლეების არქივი


გვერდი 18 22-დან
სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა
23/07/2012
ა.წ. 23 ივლისს დილის 10 საათზე შედგება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მე–4 მიღების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დღის წესრიგი. 
 
მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში
19/07/2012
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".

საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

საბუთების შემოტანა შესაძლებელია 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
 
საჯარო ლექცია: “კონფლიქტის ტრანსფორმაცია ბალკანეთსა და კავკასიაში ვაჭრობის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით”
01/06/2012

1 ივნისი 2012 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “კონფლიქტის ტრანსფორმაცია ბალკანეთსა და კავკასიაში ვაჭრობის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით”, მომსხენებელი: ბატონი ბრუნო კოპიეტერსი - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი.

 
საჯარო ლექცია: “ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები”
24/05/2012

24 მაისი 2012 წელი, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე: “ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები”, მთავარი მომხსენებლები: ბატონი სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი შოთა უტიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

 
საჯარო ლექცია: “ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის”
16/05/2012

16 მაისი 2012 წელი, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ფარგლებში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობენ საჯარო პანელს თემაზე: “ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, მთავარი მომხსენებლები: ბატონი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ბატონი თორნიკე გორდაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ კოვზირიძე საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

 
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
23/03/2012

23 მარტი 2012 წელი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თემაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი საკითხები”.

 
პრეზენტაცია: “ღია სამთავრობო პარტნიორობა – საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ მონაცემთა ბაზისა და მოქალაქეთა პორტალის შექმნა”
13/03/2012

13 მარტი 2012 წელი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში პრეზენტაცია თემაზე: “ღია სამთავრობო პარტნიორობა – საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ მონაცემთა ბაზისა და მოქალაქეთა პორტალის შექმნა”, მომხსენებელი: ქეთევან აბაშიძე

 
საჯარო ლექცია: “ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოში”
09/02/2012

9 თებერვალი 2012 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოში”, მომხსენებლები: გიორგი თარხან მოურავი და ქეთევან ხუციშვილი

 
გვერდი 18 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012