სიახლეების არქივი
![]() |
გვერდი | 3 | 23-დან | ![]() |
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
01/09/2022
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას (რექტორის ბრძანება N257/01-01; 1/09/2022) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2022/2023
07/08/2022
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას
2022–2023 სასწავლო წლისათვის
ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
|
|
დაწყებულია მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთათვის
15/07/2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე დაწყებულია საბუთების მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე კანდიდატებისთვის.
|
|
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული აკრედიტაციის აღსანიშნავი ღონისძიება
11/07/2022
2022 წლის 11 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოსაშვები ცერემონია და, ასევე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული რე/აკრედიტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
|
|
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა
09/07/2022
2022 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი და ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
|
|
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელის შეხვედრა ინსტიტუტის სტუდენტებთან
06/07/2022
ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა,
ელჩმა მარეკ შჩიგელმა.
|
|
ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს 7 წლით მიენიჭა აკრედიტაცია!
30/06/2022
დღეის მდგომარეობით ინსტიტუტში ფუნქციონირებს 6 პროგრამა და ევროპისმცოდნეობის ინოვაციური სწავლა- სწავლების ცენტრი. |
|
მეორე საერთაშორისო კონფერენცია ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში
16/06/2022
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 14-15 ივნისს ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (EUSTBA) მეორე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ეძღვნებოდა ევროპისმცოდნეობის სწავლისა და სწავლების მეთოდებს, რომელიც დაფუძნებული იყო ამავე თემაზე თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეთერ ღვინერიას მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოპზე.
|
|
![]() |
გვერდი | 3 | 23-დან | ![]() |