სიახლეების არქივი

გვერდი 4 22-დან
კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საერთაშორისო პროექტის შედეგების პრეზენტაცია
25/11/2021
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის  „აღმოსავლეთის პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმაციის პროცესში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
 
სტუდენტური ვაკანსიები IES პარტნიორისგან
12/11/2021
Course Instructor / Teacher – Smart Man LLC

SMARTMAN is an education and training center and owned exclusively UCMAS in Georgia. UCMAS is a unique scientifically-proven brain development program designed for children aged 4-15 years old, offering them an opportunity to accelerate their progress in mental abilities, development and academic excellence. 
 
ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის ონლაინ მაღაზია ისურვესგან
12/11/2021
საქართველოში ყველაზე მსხვილი ონლაინ მაღაზია ისურვე (https://isurve.ge) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის, თემაზე „ონლაინ კომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. 
 
ევროპისმცოდნეობის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა თსუ-ში
01/11/2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი ვილნიუსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად  ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს. ამის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ,  ვილნიუსის (ლიეტუვა) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თომას დავულისმა  და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნინო ლაპიაშვილმა, რომელზეც განიხილეს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
 
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!
21/08/2021
გაცნობებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის პირველ ეტაპზე, საბუთების მიღება იწარმოებს ონლაინ, შემდეგ ელ-ფოსტაზე: helpdesk.ies@tsu.ge. 
 
გამოცხადებულია მიღება ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა"
12/08/2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას  ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე „ევროპისმცოდნეობა“, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის (Konrad Adenauer Foundation) მიერ დაწესებული სრული სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობით.
 
2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ცხადდება მიღება ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე „ევროპისმცოდნეობა“
02/08/2021
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინტერდისციპლინურ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".  2021-2022 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 25 აგვისტოდან, ხოლო მისაღები გამოცდები - სექტემბრ იდან
 
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის - II ეტაპი
02/08/2021
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას (რექტორის ბრძანება N129/01-01; 02/08/2021) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".  
 
გვერდი 4 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012