სიახლეების არქივი
გვერდი | 1 | 22-დან |
დოქტორანტ აითან ჰაჯიევას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა
16/10/2023
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის (IES) ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტ
აითან ჰაჯიევას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართება
30 ოქტომბერს, ორშაბათს, 12:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის შუმანის აუდიტორიაში.
|
|
ვაკანსია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე
23/08/2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) პოზიციაზე.
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე 2023/2024
07/08/2023
ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას
2023–2024 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა", ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
|
|
ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
31/07/2023
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა". |
|
სლოვაკეთის მატეჟ ბელ უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ევროპული კვლევების ინსტიტუტში
01/07/2023
2023 წლის 17-19 ივლისს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტს ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ეწვევა სლოვაკეთის მატეჟ ბელ უნივერსიტეტის პროფესორი დოქ. ლიბორ კლიმეკი. დოქ. კლიმეკი ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის წაიკითხავს სამ დღიან კურსს ევროპულ სისხლის სამართალზე.
|
|
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტების მიერ სწავლის წარმატებით დასრულება
05/06/2023
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ორმაგი ხარისხის პროგრამაში (TSU - IES & Vidzeme University of Latvia) ჩართული სტუდენტების პირველმა ნაკადმა წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომები. დაცვის კომისია შედგებოდა ქართველი და ლატვიელი აკადემიური პერსონალისა და ექსპერტებისგან.
|
|
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება თსუ-ში” ფარგლებში მეოთხე შემაჯამებელ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
29/10/2022
2022 წლის 28 და 29 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” (EUStBA) ფარგლებში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია პროექტის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა, რომელიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროექტის შედეგების შეჯამებას.
|
|
ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის “ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება” (EUSTBA) ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
15/10/2022
2022 წლის 14-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“/EUStBA ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
|
|
გვერდი | 1 | 22-დან |