კონცეფცია

ცხადია, რომ  თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე.

თუმცა, ამის მიუხედავად, თსუ ვეროპული კვლევების ინსტიტუტის მიზანია წარმატებაზე ორიენტირებული მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ინსტიტუტი დაეხმარება ერთის მხრივ, საკუთარ აკადემიურ და ექსპერტულ წრეებს, რომ მათი კვლევითი პოტენციალი, როგორც შეუფასებელი, ამოწურვადი და ლიმიტირებული რესურსი - არ დარჩეს გამოუყენებელი და დაუფასებელი. ხოლო მეორეს მხრივ, ინსტიტუტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული კვლევითი პოტენციალის წარმატებულად რეალიზაციას, რაც მომავლის საქართველოს განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საწინდარია. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას ახალ პერსპექტივებს და ახალ გამოწვევებს დაანახებს.

ამდენად, ჩვენ მზად ვართ ხიდის როლი შევასრულოთ კერძო თუ საჯარო სექტორის საჭიროებებსა და ინსტიტუტის ექსპერტებს შორის, რათა მათ შორის განვითარებული ორმხრივი სასარგებლო თანამშრომლობა ქვეყნისთვის სარგებლის მომტან პროცესად ტრანსფორმირდეს. სწორედ, ამაში ვხედავთ აკადემიური დაწესებულებების ერთ-ერთ უმთავრეს როლს.

ჩვენი პორთფოლიო რამდენიმე აღსანიშნავ პროექტს მოიცავს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერების პროექტსაც, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ექსპერტების დახმარებით ქვეყანაში ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების საუკეთესო გამოცდილებების დანერგვის კუთხით.   მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ ბიზნესს, რათა ჩვენი კვლევები მათ კომერციულ პროდუქტად ან სერვისად გადაიქცეს.

ამ საქმიანობიდან აკუმულირებული ყველა თანხა მოხმარდება მხოლოდ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის განვითარებას.
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012