INOTLES-ის ტრენინგის სახელმძღვანელო
ტრენინგის სახელმძღვანელოჩამოტვირთეთ აქ INOTLES-ის ტრენინგის სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო წარმოადგენს INOTLES-ის პირისპირ და ონლაინ სწავლების მასალების კრებულს (ივნისი - დეკემბერი 2014) და მიისწრაფვის შემდეგი ამოცანების მიღწევისკენ:
ზოგადი ცოდნის მიწოდება აქტიური სწავლის პედაგოგიური მეთოდების გამოყენებაზე, კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე (PBL), სიმულაციებზე, ელექტრონულ სწავლებასა და შერეულ სწავლებაზე; ტრენერებისა და ინსტრუქტორებისათვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება ე.წ. "როგორ" რჩევების კონკრეტულ მეთოდებთან დაკავშირებით; ევროპული კვლევების სფეროში, ტრენერების ტრენინგებში სწავლების მეთოდების მაგალითების შეთავაზება; იმ დეპოზიტური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც გამოიყენება მითითებული სწავლების ინოვაციურ მეთოდების გამოყენებისას; ძირითადი ცნებების და აქტიური სწავლასთან დაკავშირებული, ინოვაციურ პედაგოგიურ მეთოდებსა და ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ტერმინების სახელმძღვანელოს შექმნა.
სახელმძღვანელოს სტრუქტურა და გამოყენების გზები
სახელმძღვანელო გაყოფილია ოთხ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიად; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), სიმულაციები, ელექტრონული სწავლება და შერეული სწავლება. თითოეული სასწავლო სტრატეგია აღწერილია დეტალურად და მოცემულია რჩევები იმ უპირატესობებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც მათ ახასიათებთ.
სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი სწავლის პროცესში დაადგინონ ტემპები, და ის კონკრეტული სიღრმე, რომელიც მათ სურთ თითოეული მეთოდის გამოყენებისას. მთავარი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ძირითად ტექსტში. ხოლო სასარგებლო ინსტრუმენტარიუმის რესურსები და აქტივობები მიმართულია უკეთესი ხედვის უზრუნველსაყოფად; ამისთვის კი სხვადასხვა პედაგოგიური ნიუანსი იქნა ჩართული. ისინი ასევე გვთავაზობენ შესაძლებლობას, რათა ნასწავლი და ასახული გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში .
აღნიშნული სახელმძღვანელო მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს იმ პროფესორებს, რომლებსაც სურთ უფრო მეტი ისწავლონ აქტიური სწავლების მეთოდების შესახებ და ასევე, იმ ტრენერებს (შესაძლოა თავად პროფესორებს), რომლებიც, ამ მეთოდების გამოყენებით ტრენინგებს უტარებენ კოლეგებს.
შემოთავაზებული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად, რამდენიმე თანატოლთან ერთად ან უფრო ფორმალური სწავლების ჯგუფთან. ჯგუფური სწავლების შემთხვევაში, ტრენერი გადაწყვეტს, თუ სახელმძღვანელოში ჩამოთვლილთაგან კონკრეტულად რომელ რესურსებს გამოიყენებს. ინდივიდუალური მოსწავლეებს შეუძლიათ, შეთავაზებული საკითხავიდან, გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
INOTLES-ის ტრენერების ტრენინგის მიმოხილვა
ევროპისმცოდნეობის სფეროს ინტერდისციპლინარული და მულტიდისციპლინარული ხასიათი, აგრეთვე მისი ღიაობა, ტრადიციული სტუდენტებისა და პროფესიონალთა ჯგუფებისადმი მოითხოვს სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და ინოვაციური მექანიზმების გამოყენების ნაზავს, რათა სწორად მოხდეს აკადემიური საჭიროებებისა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამ კონტექსტში, INOTLES-ის სამიზნეს წარმოადგენს ევროპისმცოდნეობის ტრენინგში ჩართული აკადემიური და IT პერსონალის სწავლება, მისი პარტნიორი უნივერსიტეტების მასშტაბით (სამუშაო პაკეტი 3 „ტრენერების ტრენინგი“, 2014 წლის ივნისი - 2015 წლის იანვარი), რომელიც ეფუძნება თანამშრომლობაზე დამყარებულ მიდგომას, და ხელს შეუწყობს ჯგუფის სწავლას ინოვაციური სწავლების მეთოდებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც დაძლევს ძირითადი გამოწვევებს მთლიანად ევროპისმცოდნეობის სფეროში.
ტრენინგის აქცენტი გაკეთებული იყო კონკრეტულ სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების იდენტიფიკაციაზე, რომლებსაც პარტნიორი დაწესებულებები და შრომის ბაზარი მოითხოვენ, ასევე შესაბამისი ბალანსის დადგენაზე მოსწავლეებისადმი ცოდნისა და უნარის გადაცემას შორის.
ტრენინგი აერთიანებდა პირისპირ და ონლაინ ურთიერთობას და პრაქტიკის ურთიერთგაცვლას. პარტნიორი ქვეყნებიდან და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან შერჩეული ტრენერები პირისპირ ტრენინგისათვის 2014 წლის ივნისში, ბრიუსელში ჩაიყვანეს, სადაც ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებმა მათ საშუალება მისცეს მიეღოთ გამოცდილება სხვადასხვა პედაგოგიკაში, პირველ რიგში, მოხდა მათ მიერ ისეთი ინოვაციური მეთოდების სწავლების გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, შერეული და ელექტრონული სწავლება, ასევე სიმულაციები. პირისპირ ტრენინგს მოჰყვა ონლაინ ჯგუფური თანამშრომლობა, რათა განევითარებინათ პედაგოგიური მიდგომების კონცეპტუალური გაგება (2014 წლის ივლისი-დეკემბერი). ტრენინგზე, რომელიც დასრულდა პირისპირ შეხვედრით საქართველოში, 2015 წლის იანვარში მოხდა ნასწავლი გაკვეთილების და შესწავლილი შესაძლებლობების თუ გამოწვევების ანგარიშგების, აგრეთვე მისი შედეგების ფართო ეროვნული და საერთაშორისო აუდიტორიისადმი გავრცელების საკითხის წარდგენა, ინოვაციური მეთოდების პარტნიორ დაწესებულებებში პრაქტიკულად განხორციელების ფარგლებში.
პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში გადამზადებული პერსონალი, სავარაუდოდ, საკუთარი უნივერსიტეტების ფარგლებში შეძენილ ცოდნასა და უნარებს გაავრცელებს. 2016 წლის ბოლოსთვის ევროპული კვლევების ეროვნული ცენტრები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შესთავაზებენ ევროპისმცოდნეობის სფეროში მინიმუმ ერთ შიდა ტრენინგს.