საბაკალავრო პროგრამის მიზნები

ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ამ მიზნით:

1. უზრუნველყოს სტუდენდები ფართო ინტერდისციპლინური თეორიული ცოდნით როგორც ევროპისა და ევროკავშირის, მისი ინტეგრაციის, ევროკავშირის სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, ასევე, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებული და მოსალოდნელი კავშირების შესახებ (სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ისტორია და კულტურა); 

2. აღჭურვოს სტუდენტები ევროკავშირის ინსტიტუტების სტრუქტურისა და მოქმედების, ევროპულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებების შესახებ ფართო პრაქტიკული ცოდნითა და გაგებით, ასევე, იმ საბაზისო ცოდნით, რომელიც ევროკავშირის სამართლის, პოლიტიკისა და ეკონომიკის, ასევე, ევროინტეგრაციის თეორიების, ევროკავშირის ძირითადი პრინციპების და თანამედროვე გამოწვევების კრიტიკულ გააზრებაში დაეხმარებათ;

3. გამოუმუშავოს სტუდენტებს შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ ევროკავშირში მიმდინარე აქტუალური პროცესების (ევროზონის კრიზისის, უსაფრთხოების გამოწვევების, დეზინფორმაციის პერიოდში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკურსის და სხვა), საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტების, ნორმატიული, პოლიტიკური და სხვა დოკუმენტების მოძიებაში, შესწავლაში, დაკვირვებაში, ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან გაანალიზებაში, ახსნა-განმარტებაში, დასაბუთებასა და ინტერპრეტაციაში;

4. ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის შესახებ და  ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას; ასევე, ევროპისმცოდნეობის დარგის პოპულარიზაციას არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. 

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012