VI სამუშაო შეხვედრა

დონორის შესახებ ინფორმაცია

ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს მიენიჭა გრანტი შემდეგი პროექტის განსახორციელებლად -  "ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" /ʹEUStBAʹ



ღონისძიების შეჯამება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 26 და 27 სექტემბერს ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში მეექვსე ორდღიან ვორქშოპს უმასპინძლა. ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიურ კორპუსში და მასში მონაწილეობას იღებდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ფაკულტეტებისა და თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და სტუდენტები. 

ვორქშოპი, ტრადიციულად, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორისა და პროგრამის კოორდინატორის ნინო ლაპიაშვილის მისალმებით გახსნა, რომელმაც პროექტის მონაწილეებს გააცნო ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების მნიშვნელობა უშუალოდ ევროპისმცოდნეობის სწავლების პროცესში. ვორქშოპი გაგრძელდა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის რელევანტური ელექტრონული სწავლების პლათფორმებზე საუბრით, რომელსაც უძღვებოდა თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი ნატო ჩუბინიძე. ქ-ნმა ნატომ ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში Moodle-ის მაგალითზე განიხილა ონლაინ და ელექტრონული სწავლების საუკეთესო გამოცდილებები,  ისაუბრა Moodle სისტემის უპირატესობებზე და მისი გამოყენების ტექნიკებზე, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიარიზმის კონტროლის ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა Turnitin.

ვორქშოპის დასკვნით ნაწილში პროექტის მონაწილეებმა ევროპისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებაში ერთობლივად გაანალიზეს  აკადემიური კეთილსინდისიერების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებაში პლაგიარიზმის თავიდან აცილების მეთოდოლოგია, განსაზღვრეს აკადემიური კეთილსინდისიერების რეფორმების საჭიროება, მათ შორის, ამ პროცესში სამთავრობო დონეზე გადაწყვეტილებების მიმღებთა მხარდაჭერის კუთხით და აღნიშნული მიმართულებით შეიმუშავეს რეკომენდაციები. 


VI სამუშაო შეხვედრის ქავერი და დღის წესრიგი.

თსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია. 

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012