ჟან მონეს მოდულის პირველი მრგვალი მაგიდა

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ღონისძიება ერაზმუს პლიუს ჟან მონეს
მოდულის “Enlargement Georgia” ფარგლებში.

12 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ერაზმუს პლიუს ჟან მონეს მოდულის
“Enlargement Georgia” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მთავარი
მომხსენებელი იყო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი ბენედიქტ ჰარცლი თემაზე -
„ავსტრიის ნეიტრალიტეტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე: საერთაშორისო და
ევროკავშირის სამართლებრივი პერსპექტივები. გავლენა ევროკავშირის გაფართოებაზე“.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი
ნინო ლაპიაშვილი.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად
მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და ევროკავშირის საკითხებით
დაინტერესებულმა მოწვეულმა სტუმრებმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული
კვლევების ინსტიტუტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და
საინტერესო დებატებისთვის.

 #IES #TSU #ErasmusPlus #JeanMonnetModule #Enlargement #Georgia #European Union

https://tsu.ge/ka/news/%E1%83%97%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1-%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E2%80%9CEnlargement-Georgia%E2%80%9D-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98%C2%A0
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012