უილიამ სკოტ ჰენვუდის საჯარო ლექციათა ციკლი თემაზე: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია

12.05.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი და ამერიკიმსცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს ერთობლივად ორგანიზებულ საჯარო ლექციათა ცილკში მონაწილეობის მისაღებად.  ლექციათა ციკლს გაუძღვება საქართველოს საპატიო ვიცე-კონსული, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და იურიდიული ფირმის „Hall Booth Smith” უფროსი პარტნიორი ბატონი უილიამ სკოტ ჰენვუდი.

საჯარო ლექციის თემაა: აშშ-ის სამართლებრივი სისტემის ისტორია


საჯარო ლექციათა განრიგი:

15 მაისი - 13:00-14:00, თსუ I კორპ, აუდიტორია 301

16 მაისი -  13:00-14:00, თსუ I კორპ, აუდიტორია 317

17 მაისი - 12:00 – 13:00, ევროპული კვლევების ინსტიტუსი, თსუ II კორპ, IV სართული, აუდიტორია 406


17 მაისს საზეიმოდ დასრულდება ლექციათა ციკლი, სამივე ლექციაზე დამსწრე პირებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები და მოეწყობა ფურშეტი.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი, გვარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.ies@tsu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "საჯარო ლექცია".



იხილეთ ბატონი ჰენვუდის მოკლე ბიოგრაფია:

უილიამ სკოტ ჰენვუდი დაიბადა ქ. ტორონტოში, კანადაში. მისი ადრეული პროფესიული კარიერის მანძილზე მუშაობდა ჯორჯიის უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, ისეთ პრესტიჟულ პოზიციაზე როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებათა მომხსენებელი. სასამართლოში საქმიანობის ამოწურვის შემდგომ შეუერთდა Hall Both Smith-ის იურიდიულ ფირმას და აქტიურად მონაწილეობს ფირმის მართვაში.
Hall Both Smith-ის იურიდიულ ფირმაში საქმიანობის გარდა, ბატონი ჰენვუდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საკონსულოსა  და ატლანტა-თბილისის საძმო ქალაქების კომიტეტის საქმიანობაში და გახლავთ საპატიო ვიცე-კონსული. ბატონი ჰენვუდი კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი ამერიკის სამართლის ისტორიისა და საკონსტიტუციო სამართალის თემატიკაზე. James ჟურნალმა ბატონი ჰენვუდი 2014 და 2016 წლებში ყველაზე გავლენიან ადვოკატთა სიაში შეიყვანა.


<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012