ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

20.09.2017
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (#ENPI/2012/306-124) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინტერდისციპლინურ, ინტერფაკულტეტურ, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში.
სადოქტორო პროგრამის კურიკულუმი შედგენილია წამყვანი ევროპელი ექსპერტებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით.

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხის მქონე პირი ერთ–ერთი შემდეგი სპეციალობით: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ინტერესი ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის.


მისაღები გამოცდები:

1.    კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს  ა) დისერტაციის სათაურს,   ბ) კვლევის მიზნებს,  გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) კვლევის მეთოდოლოგიას და  ე) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.

2.    გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან); კანდიდატი ასევე გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთ წლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი.

3.   გასაუბრება კომისიის წინაშე.


მაგისტრის ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.




ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება იწარმოებს ორ ეტაპად, შემდეგი ვადების გათვალისწინებით:



პირველი ეტაპი:



ა) საბუთების მიღება - 18-21 სექტემბერი
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 22 სექტემბერი გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 25 სექტემბერი
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 26-27 სექტემბერი ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 28 სექტემბერი
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 29 სექტემბერი
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 2-3 ოქტომბერი თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 5 ოქტომბერი



მეორე ეტაპი:



ა) საბუთების მიღება - 30 ოქტომბერი - 3 ნოემბერი
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 6 ნოემბერი გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 ნოემბერი დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8-9 ნოემბერი ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 ნოემბერი
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 13 ნოემბერი
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 14-15 ნოემბერი თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 17 ნოემბერი



წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:


1.   განცხადება რექტორის სახელზე;
2.   კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:
2.1. დისერტაციის სათაურს;
2.2. კვლევის მიზნებს;
2.3. კვლევით კითხვას/კითხვებს;
2.4. კვლევის მეთოდოლოგიას;
2.5. გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
3.   სამოტივაციო წერილი;
4.   ავტობიოგრაფია (CV);
5.   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
6.   ფოტო-სურათი ორი ცალი (3x4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
7.   მაგისტრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
8. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა/ანდა საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთაც მაგისტრატურის    საგანმანათლებლო      პროგრამა      გაიარეს      უცხო      ქვეყნის უნივერსიტეტებში, დამატებით უნდა წარმოადგინონ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე.
10. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სემესტრული გადასახადი შეადგენს 1125 ლარს.



მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. 3, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.

ტელ: (+995 32) 2 22 78 99
მობ:   595 770 110
ელ–ფოსტა: info.ies@tsu.ge
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012