ვაკანსია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე

23.08.2023
ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) პოზიციაზე.


აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

- ორგანიზებულობა;
- მოტივირებულობა;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი;
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.



აპლიკანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად);
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი; განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
- ქართული და ინგლისური ენების (ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დონე - არანაკლებ B2, სასურველია C1) სრულყოფილი ცოდნა;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- სასურველია უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილების (არანაკლებ 1 აკადემიური სემესტრისა) დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
- მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილების (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო) ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვა).
- უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
- რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
- სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).



საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტი (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი)".


შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში 820 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012