MAES - სამაგისტრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამის შესახებ
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში არის ევროკავშირის TACIS–ის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ევროპელი პროფესორებისა და ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი პროგრამა, რომელიც კონცეპტუალურად ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს და შესაბამისად არის ინდერდისციპლინური, სრულად ინგლისურენოვანი და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალური სამაგისტრო პროგრამა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობებისა და ჩამოყალიბებული პრიორიტეტების გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის სფეროში დახელოვნებული ძლიერი კადრების მომზადება და მათთვის, როგორც თეორიული ცოდნის მიწოდება, ასევე პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაც, რათა მაღალკვალიფიციური კადრების მომავალმა თაობამ თავად მოახდინოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა და ამით ევროპული ღირებულებების საქართველოში უკეთ დანერგვას შეუწყოს ხელი. სწორედ, ამ მიზნების გათვალისწინებით არის შექმნილი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბოლონიის პროცესში ჩართული წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას, რათა მიღწეულ იქნას მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება ინსტიტუტის სტუდენტებისათვის.
გარდა იმისა, რომ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება სრულიად ინგლისურენოვანია და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამიერკავკასიაში უნიკალური და მუდმივად განახლებადი წიგნადი და ელექტრონული გამოცემების ფონდით, მათ ასევე ლექციებს უკითხავენ დარგის წამყვანი, როგორც ქართველი ასევე ევროპელი ექსპერტები, რაც სტუდენტებს აძლევს იშვიათ შესაძლებლობას დაეუფლონ ცოდნას პირველწყაროდან და განივითარონ ღრმა ანალიტიკური და პრაქტიკული უნარჩვევები.
საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ აკრედიტებული ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით ორიენტირებულია სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით გათვალისწინებული ზოგადი და დარგობრივი კომპენტენციების გამომუშავებაზე.
ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სიღმისეული ცოდნა ევროპისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ფუნციონირების უმთავრესი პრინციპების შესახებ. ევროპული კვლევების ინსტიტუტი ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს, რომ მათ დააგროვონ ცოდნა ოთხი ძირითადი მიმართულებით: ევროკავშირის სამართალი, ევროკავშირის ეკონომიკა და მონეტარული პოლიტიკა, ევროინტეგრაციის ისტორია, ევროკავშირის მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების პროცესი.
ევროპული კვლევების ინსტიტუტი სთავაზობს სტუდენტებს არჩევითი საგნების საკმაოდ დიდ მრავალფეროვენებას, როგორც საკუთარი რესურსებიდან ასევე სხვა ფაკულტეტების მიერ გახსნილი კურსების შეთავაზებით. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო კომპონენტები ისე არის შერჩეული, რომ სტუდენტებს უვითარდებათ სწავლების შემდგომ ეტაპზე (დოქტორანტურაში) საჭირო კვლევის უნარჩვევები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული.