სიახლეების არქივი

გვერდი 17 22-დან
საჯარო ლექცია თემაზე ბელორუსი დღეს
15/11/2012
ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების ფარგლებში პარასკევს 16 ნოემბერს 17:00 საათზე ბატონი ალექსანდრე გრაფ პრუჟენსკი (ბელორუსიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:
ბელორუსი დღეს
 
მიმდინარეობს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მსურველთა საბუთების მიღების მეორე ეტაპი
11/09/2012
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა"  მიღების მეორე ეტაპს.

საბუთების შემოტანა შესაძლებელია 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.

საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 13 სექტემბერს კი 17:00 საათამდე.

 
ახალი მიღების სტუდენტებო!
10/09/2012
ახალი მიღების სტუდენტებო!
გილოცავთ 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს.

 
სამაგისტრო ნაშრომების ფინალური დაცვა
09/08/2012

2012 წლის 9 აგვისტოს დილის 12:00 საათზე შედგება, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მე-4 მიღების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების ფინალური დაცვა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დღის წესრიგი.

 

 
სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა
23/07/2012
ა.წ. 23 ივლისს დილის 10 საათზე შედგება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მე–4 მიღების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ დღის წესრიგი. 
 
მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში
19/07/2012
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".

საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

საბუთების შემოტანა შესაძლებელია 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
 
საჯარო ლექცია: “კონფლიქტის ტრანსფორმაცია ბალკანეთსა და კავკასიაში ვაჭრობის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით”
01/06/2012

1 ივნისი 2012 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “კონფლიქტის ტრანსფორმაცია ბალკანეთსა და კავკასიაში ვაჭრობის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით”, მომსხენებელი: ბატონი ბრუნო კოპიეტერსი - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი.

 
საჯარო ლექცია: “ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები”
24/05/2012

24 მაისი 2012 წელი, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე: “ჟენევის მოლაპარაკებების გამოწვევები”, მთავარი მომხსენებლები: ბატონი სერგი კაპანაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი შოთა უტიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

 
გვერდი 17 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012