სიახლეების არქივი


გვერდი 17 22-დან
ვაკანსია - საერთაშორისო ექსპერტი
12/12/2012
გაცნობებთ, რომ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო "ევროპისმცოდნეობაში ინტერდისციპლინური სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ" პროექტის იმპლემენტაცია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას სამ ექსპერტზე საერთაშორისო გამოცდილებით:

საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (ხანგრძლივი ვადით);
საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირის სამართალში (მოკლე ვადით);
საერთაშორისო ექსპერტი სტრუქტურირებულ სადოქტორო პროგრამაში (მოკლე ვადით);
 
Call for International Experts
12/12/2012
Within the framework of the project “Establishing an Interdisciplinary PhD Programme in European Studies at Tbilisi State University” (under External Actions of the EU – ENPI/2012/306-124), Institute for European Studies of Tbilisi State University is pleased to make the announcement for the following positions:

- Long-Term Expert of Structured PhD Program with International experience;

- Short-Term Expert of EU Law with International experience;

- Short-Term Expert of Structured PhD Program.
 
სტუდენტური დებატები: "ევროკავშირი და საქართველო - სტუდენტური პერსპექტივა"
27/11/2012
სამშაბათს 27 ნოემბერს 17:00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი მასპინძლობს სტუდენტურ დებატებს თემაზე:
„ევროკავშირი და საქართველო - სტუდენტური პერსპექტივა“
დებატებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, რაც თავის მხრივ შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს შორის მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის პრაქტიკის ჩამოყალიბებას ევროკავშირის შესახებ და სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ სფეროში.
დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
სამუშაო ენა: ქართული
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოფისი 406.
 
მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა
22/11/2012
2011 წლის 14 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა დაიწყო ტემპუსის პროექტის “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” იმპლემენტაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება მიგრაციის მართვის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის შექმნა, რომლის ინტეგრაცია მოხდება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებ–გვერდი.
 
საჯარო ლექცია თემაზე ბელორუსი დღეს
15/11/2012
ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების ფარგლებში პარასკევს 16 ნოემბერს 17:00 საათზე ბატონი ალექსანდრე გრაფ პრუჟენსკი (ბელორუსიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:
ბელორუსი დღეს
 
მიმდინარეობს ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე მსურველთა საბუთების მიღების მეორე ეტაპი
11/09/2012
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს  ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა"  მიღების მეორე ეტაპს.

საბუთების შემოტანა შესაძლებელია 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით.

საბუთების მიღება იწარმოებს სამუშაო დღეებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 13 სექტემბერს კი 17:00 საათამდე.

 
ახალი მიღების სტუდენტებო!
10/09/2012
ახალი მიღების სტუდენტებო!
გილოცავთ 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს.

 
სამაგისტრო ნაშრომების ფინალური დაცვა
09/08/2012

2012 წლის 9 აგვისტოს დილის 12:00 საათზე შედგება, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მე-4 მიღების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების ფინალური დაცვა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ დღის წესრიგი.

 

 
გვერდი 17 22-დან
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012