1 ივნისი 2012 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “კონფლიქტის ტრანსფორმაცია ბალკანეთსა და კავკასიაში ვაჭრობის, დემოკრატიზაციისა და საერთაშორისო რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით”, მომსხენებელი: ბატონი ბრუნო კოპიეტერსი - ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი.
თსუ-ში სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან შეხვედრის შემდეგ სტუმარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ეწვია.
16 მაისი 2012 წელი, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების ფარგლებში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობენ საჯარო პანელს თემაზე: “ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, მთავარი მომხსენებლები: ბატონი ფილიპ დიმიტროვი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ბატონი თორნიკე გორდაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ კოვზირიძე საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.