« 1 2 3 4
19/ივნისი/2012
12 სურათი
20/12/2011 თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი კონფერენცია თემაზე: "კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში - ახალი გამოწვევები"
20 დეკემბერი 2011 წელი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი კონფერენცია თემაზე: "კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში - ახალი გამოწვევები". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიური წრის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა მისმა აღმატებულებამ ფილიპ დიმიტროვმა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.  
ნახვა »
18/ივნისი/2012
8 სურათი
1/02/2011 თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის
1 თებერვალი 2011 წელი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება. ღონისძიებას სხვა მნიშვნელოვან სტუმრებთან ერთად დასწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ნახვა »
18/ივნისი/2012
3 სურათი
16/12/2010 ანე მარი ლე გლოანეკის საჯარო ლექცია

16 დეკემბერი 2010 წელი, საჯარო ლექცია თემაზე: “ევროკავშირი როგორც საგარეო პოლიტიკური აქტორი”, მომხსენებელი: პროფესორი, დოქტორი ანნე მარი ლე გლოანეკი – THESEUS-ის ვიზიტორი პროფესორი კიოლნის უნივერსიტეტი (2008 წლის გაზაფხულის სემესტრი),  პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული სკოლის შვილობილი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სასწავლო დარგში  CERI (Centre dʹEtudes et de Recherches Internationales).

ნახვა »
18/ივნისი/2012
9 სურათი
04/11/2010 ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 60 წლის იუბილე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა.ღონისძიებაზე ლატვიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე კორკელიას ახალი წიგნების პრეზენტაცია მოეწყო, გაიმართა სტუდენტთა საუკეთესო ნაშრომების წარმოდგენა და საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვება.
ნახვა »
10/აპრილი/2012
18 სურათი
გამოშვება 2010
23 ივლისი 2010 წელი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მეორე მიღების სტუდენტების გამოშვების ცერემონია მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ქალბატონმა ირინე ქურდაძემ – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, და ბატონმა დავით დარჩიაშვილმა – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
ნახვა »
« 1 2 3 4
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012