სარგებლობის წესები

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა არის მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უნიკალური ინტერდისციპლინური და ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა. მასში განთავსებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ავტორებისა და გამომცემლობების მიერ გამოცემული გამოცემები ევროკავშირის პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლისა და ისტორიის შესახებ. მკითხველებს შეუძლიათ ისარგებლონ ასევე სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებით.
ლიტერატურის განახლება ხდება ყოველწლიურად ევროკავშირის შესახებ ოთხი ძირითადი მიმართულებიდან: სამართალი, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები. გარდა დარგების მიხედვით შერჩეული სახელმძღვანელოებისა, ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში დაცულია ასევე დარგთაშორისი სახელმძღვანელოები, რითაც სტუდენტებს ეძლევათ სიღრმისეული კვლევების ჩატარების და განხორცილელების უფრო მეტი შესაძლებლობა. 
 
ევროპული კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა სამუშაო დღეებში დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

წიგნების გაცემისას უპირატესობა ენიჭებათ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ინსტიტუტის წიგნადი ფონდით ბიბლიოთეკართან პირადობის მოწმობის დატოვების შემთხვევაში.

ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 3 დღით.

ელექტრონული მონაცემთა ბაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული კვლევების ინსტიტუტის რესურს ცენტრიდან. რესურს ცენტრში მუშაობა ნებადართულია მხოლოდ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებისათვის.

 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012