ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

31.07.2023
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას (რექტორის ბრძანება N173/01-01; 28/07/2023 და ცვლილება რექტორის ბრძანებაში N184/01-01; 9/08/2023) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში (ENPI/2012/306-124) შექმნილ ინტერდისციპლინურ და ინტერფაკულტეტურ ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა".  

ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი (სამართლის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები), რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს ევროკავშირის მიმართულებით ღრმა კვლევის წარმოებისათვის. 


მისაღები გამოცდები:

1.    კვლევითი პროექტი (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს  ა) დისერტაციის სათაურს,   ბ) კვლევის მიზნებს,  გ) კვლევით კითხვას/კითხვებს, დ) ჰიპოთეზას, ე) კვლევის მეთოდოლოგიასა და  ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.  აუცილებელია, დისერტაციის თემა დაკავშირებული იყოს ევროკავშირთან. 

2.    გამოცდა ინგლისურ ენაში C1 დონეზე (შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (FCE/TOEFL/IELTS) წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება გამოცდისაგან; კანდიდატი, ასევე, გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისგან, თუ მას ინგლისურენოვან პროგრამაზე მინიმუმ სრული ერთწლიანი კურსის გავლის შედეგად მინიჭებული აქვს ხარისხი); 

3.   გასაუბრება კომისიის წინაშე.


მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელ კანდიდატებს უფლება აქვთ ჩააბარონ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.


ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღება იწარმოებს შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

ა) საბუთების მიღება - 1-30 აგვისტო;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (C1 დონე) – 6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი; 
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი; 
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი; 
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრებუს შედეგების გამოცხადება - 20 სექტემბერი;
თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი; 
ი) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.




მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 

ა)    განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:
    ბ.ა) დისერტაციის სათაურს;
    ბ.ბ) კვლევის მიზნებს;
    ბ.გ) კვლევით კითხვას/კითხვებს;
    ბ.დ) ჰიპოთეზას;
    ბ.ე) კვლევის მეთოდოლოგიას;
    ბ.ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;
დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ  ენებზე;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ზ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
თ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლები (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ი) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
კ) ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).



2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ევროპისმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე განსაზღვრულია 10 ვაკანტური ადგილი.


ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე სემესტრული გადასახადი ქართველი სტუდენტებისთვის შეადგენს 1,125.00 ლარს, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის - 2,250.00 ლარს.  


ჩაბარების მსურველი კანდიდატები პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გადიან ელექტრონულად, ხოლო მატერიალური სახით წარმოდგენა მოხდება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებულ თარიღში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ–ფოსტა: helpdesk.ies@tsu.ge 
ტელ: (+995) 595770110; (+995) 599108792 
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012